ვულოცავ მათ ფრაქციის შექმნას და ვუსურვებ კონსტრუქციულობას, – ასე აფასებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნას. ფრაქციაში „ლელოს“ წევრები და დეპუტატები: სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი იქნებიან.
მისი თქმით, მე-10 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციას ბევრად მეტი ბერკეტი აქვს წინა მოწვევის პარლამენტებთან შედარებით.
„ვუსვებ მათ ემაყოთ იმით, რომ თავისი საქმე გააკეთეს კარგად, მათი მუშაობა ამ მოწვევის პარლამენტში იყო ნაყოფიერი – მათ ამის თქმის შესაძლებლობა ალბათ, უნდა ჰქონდეთ მომავალში. მე დარწმუნებული ვარ, რადგან მათ კონსტრუქციული ნაბიჯი გადმოდგეს, ამისთვის იღვაწებენ და შესაბამის შედეგს დადებენ. სჯობს დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, რასაც ასე ხშირად ვაწყდებით, რეალურ პრობლემებზე ვილაპარაკოთ, მიგვითითონ, სად არის შეცდომები და როგორც კი ვნახავთ,რომ ეს არის რაციონალური, ფაქტებზე დაყრდნობილი, ჩვენ ამაზე რეაგირებას მოვახდენთ. ეს არის ოპონირების არსი,”- განაცხადა მდინარაძემ.









