მდინარე მტკვარში გაუჩინარებული მწყემსის სამძებრო სამუშაოები განახლდა

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში დილიდან მწყემსის საძიებო სამუშაოები განახლდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ მეტეხის მკვიდრი, 60 წლამდე ასაკის დავით ზუბიაშვილი, რომელიც პირუტყვს მწყემსავდა, მდინარეში შევიდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.

მდინარე მტკვარსა და მის მიმდებარე სანაპირო ტერიტორიაზე სამძებრო ღონისძიებები გუშინ დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა გუშინ, გვიან საღამოს კარავიც გაშალეს.

სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.