საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მხარდაჭერით, რუსთავში მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სემინარს “დენსის” სტომატოლოგიურმა კლინიკამ უმასპინძლა.
რეგულაცია სტომატოლოგიურ კლინიკებში, ტექნიკური რეგლამენტის, ნარჩენების მართვის, შრომის უსაფრთხოების და შინაგანა წესის განხილვა- ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელზეც მხარეებმა შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს.
პროფკავშირების წარმომადგენლებმა ასევე მოისმინეს სტომატოლოგიურ სპექტრში დასაქმებული ექიმების პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზებზე იმსჯელეს.