მეთორმეტე მიკრორაიონში მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება

რუსთავში, მეთორმეტე მიკრორაიონში, მრავალფუნქციური კომპლექსის – “რუსთავი მოლი და აპარტჰოტელის” სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 10-15 მლნ დოლარია. მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა სრულად 2-3 წელიწადში დასრულდება.

“გვინდა, პირველ ეტაპზე მოლი გავხსნათ, რათა რუსთავის მოსახლეობამ მალე ისარგებლოს ახალი ბრენდებით, კინოთეატრით, ბავშვების გასართობი ცენტრით და ა.შ. დარწმუნებული ვართ, პროექტი გაამართლებს და რუსთავს თანამედროვე, მრავალფუნქციური კომპლექსი ექნება”, – აღნიშნა ინვესტორი კომპანია “ნიუ მოლის” თანადამფუძნებელმა გუგა ცანავამ BM.GE-სთან.