პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შედის, – ამის შესახებ განცხადება პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
“ჩვენ მივიღეთ მოცემულ მომენტში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება, რომელიც არცერთ კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშვილს. გამარჯვება არის ხელის გაწვდომის მანძილზე”, – აღნიშნა ნიკა მელიამ.