არასამთავრობო ორგანიზაციის “კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი” ხელმძღვანელმა, მერაბ ღოღობერიძემ რამდენიმე წუთის წინ საწვავი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.
დაშავებული ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
ადვოკატის ცნობით, ფინანსურ პოლიციას ღოღობერიძის წინააღმდეგ გამოძიება აქვს დაწყებული.
პროტესტის ამ ფორმას ღოღობერიძემ მას შემდეგ მიმართა, რაც ფინანსურ პოლიციაში მის წინააღმდეგ აღძრული საქმის დეტალების გასაცნობად მივიდა და გამომძიებლები არ შეხვდნენ.