დმანისის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის განცხადებით, წინასწარ პროგნოზირება თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები დმანისში, რთული იყო.
როგორც გოგი მეშველიანი ამბობს, სამართალდამცველებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ყველაფერი გააკეთეს.
“სამართალდამცველებმა გააკეთეს ყველაფერი საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად, მათ ფაქტობრივად მოახერხეს კონფლიქტის ყველა ფაზის შეჩერება.რა თქმა უნდა გარკვეული ექსცესები იყო, თქვენ ნახეთ ფიზიკური დაპირისპირება, ქვების სროლის მომენტები, თუმცა მე ვფიქრობ, რომ წინასწარ იმის პროგნოზირება როგორ განვითარდებოდა მოვლენები და რა სახეს მიღებდა იქნებოდა ძალიან რთული”,- აცხადებს გოგი მეშველიანი.