მეხუთე დღეა “ბორჯომის” ქარხანა აღარ მუშაობს, 350-მდე თანამშრომელი ისევ გაფიცულია

ფოტო: ნეტგაზეთი

მეხუთე დღეა “ბორჯომის” ქარხანა აღარ მუშაობს.  გაშლილია კარვები, 350 თანამშრომელი ხელფასების მატებას და პირობების გაუმჯობესებას ისევ უშედეგოდ ითხოვს.

მედიატორსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

როგორც გაფიცულები ამბობენ, მოლაპარაკება  შედეგის გარეშე დასრულდა.

“მედიატორის ჩამოსვლა ჩვენ მივიჩნევთ, რომ იყო აბსოლუტურად არაუფლებამოსილი და შესაბამისად ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება იმისა, რომ მას შევხვდეთ და მოვუსმინოთ. 21 დღის განმავლობაში, სამედიაციო პროცესი როცა იყო, მას ჰქონდა ვალდებულება თავიდან ფეხებამდე ჩაფლულიყო და თუნდაც ყოველდღიურად დაეცვა უფლებები, თუმცა მხოლოდ 2-ჯერ ჩაერთო. ჩამოვიდა გაფიცვიდან მეხუთე დღეს,” – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ეკატერინე ნინიაშვილი.

რაც შეეხება მედიატორს, მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.