მიტროპოლიტმა დიმიტრიმ კოვიდვაქცინა გაიკეთა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი კოვიდვაქცინით აიცრა. მიტროპოლიტმა “სინოფარმის” ვაქცინა ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.

მეუფე დიმიტრი პირველი მიტროპოლიტი და პირველი სინოდის წევრბია, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა.

“როგორც მოგეხსენებათ, სინოდის გადაწყვეტილებით და მიმართვით ნებაყოფლობითია ვაქცინაცია, თავისთავად ეს სხვადასხვა ქვეყნებშიც ასეც არის, მაგრამ როდესაც ყოველდღიურად გათენების თანავე როცა განიცდი ამდენი ადამინის დაღუპვას, მეგობრის, ახლობლის, საზოგადო მოღვაწეების, როდესაც შენ იცი, რომ ისტორიულად ეს ერთადერთი შესაძლებლობაა, ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების, როდესაც შენ ყოველდღიურად ლოცულობ და უფალს ევედრები, რომ გიხსნას სიკვდილისგან უცნაური სიკვდილისგან, ზედემტი ფიქროს დრო თავისთავად აღარ არის, ეს ამითაც იყო გამოწვეული”, – განაცხადა მეუფემ.