მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით,  რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

სასაჩუქრე კალათები ოჯახებს ჭყონდიდელის დასახლებაში გადასცეს.

სიმბოლური საჩუქრები 29 ოჯახს გადაეცა.