კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 174 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის ვაქცინების 1.25 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული. ეს მაჩვენებელი პლანეტის მოსახლეობის 8.2%-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი. შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 19.4 მილიონ ადამიანს უტარდება.
ვაქცინაციის რაოდენობით მსოფლიოში ჩინეთი ლიდერობს, სადაც 297 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს. აშშ-ში ვაქცინის 254.7 მილიონი დოზაა გამოიყენებული, ევროკავშირში კი – 167.7 მილიონზე, ინდოეთში კი- 167.1 მილიონი. Bloomberg-ის ისრაელში სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის 56.1%-ია.