ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად “სინოფარმის” ვაქცინით რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრა.
“მოვალედ ჩავთვალე თავი, რომ აცრა გამეკეთებინა ტურისტის ინდუსტრიის სხვადასხვა ლიდერთან ერთად. ჩემთან ერთად იმყოფება 20-მდე სხვადასხვა ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენელი. ვაქცინაციაა ერთადერთი გზა, რომ ჩვენ სწრაფად აღვადგინოთ, ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი ტურიზმი. თავს კარგად ვგრძნობ, “სინოფარმით” ავიცერი. შესანიშნავი ვაქცინაა! მინდა ყველას მოვუწოდო, აიცრან”, – განაცხადა თურნავამ.









