„ნამახვანჰესის“ აქციის მონაწილეები დღეს გზას ფილარმონიასთან გადაკეტავენ

ფოტო: ფორმულა

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან გზის გადაკეტვას დღეს აპირებენ. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს და თბილისის მოსახლეობას გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა და გეგმები გააცნო.

„რაც შეეხება დღევანდელ გეგმას. ჩვენ ვაპირებთ, რომ რუსთაველის გავლით გადავინაცვლოთ ფილარმონიასთან და იქ გადავკეტოთ სავალი ნაწილი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მოსახლეობას, რომელიც გვერდით გვიდგას და იცავს სახელმწიფოს ინტერესს, დგას იქ, სადაც უნდა იდგეს. არ ტოვებს თავის ადგილს ცარიელს“, – განაცხადა გოლეთიანმა.