„ნამახვანჰესის“ აქციის მონაწილეები ხვალიდან დედაქალაქიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ

ხვალიდან „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები დედაქალაქიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ.

ამის შესახებ ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე განაცხადა.

„გადავწყვიტეთ, ხვალ ისევ ამ სცენიდან მივმართოთ დედაქალაქის მოსახლეობას და ზოგადად ამ ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს. ამის შემდეგ უკვე ჩვენ დავიძრათ ხეობაში კოლონით აბსოლუტურად თავაწეულებმა და დიდი არგუმენტაციით, რომ მთლიანად გაშიშვლებულია ყველა პროცესი, რასაც ხელისუფლება სჩადის. ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ხელი შევუშალოთ კომპანიის მუშაობას უშუალოდ რიონის ხეობაში და არ მივცეთ მათ საშუალება, გააგრძელონ ხეობის ნგრევა“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.