პირველი რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და სამოქმედო გეგმები გააცნეს.აქციას სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოალაქეებიც შეუერთდნენ.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ, რომ დედაქალაქში კარვები გაშალონ და პროტესტის ეპიცენტრი გახდეს თბილისი.