ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები აქციას ცაგერში მართავენ. აქტივისტები მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, დღევანდელი აქცია 23 მაისის მასშტაბური პროტესტის მოსამზადებელი შეხვედრაა.
ჰესის მოწინააღმდეგეები მომდევნო დღეებში აქციებს სხვადასხვა რეგიონში გამართავენ. 23 მაისს კი თბილისში შეიკრიბებიან და ხელისუფლებას საკუთარ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ.