“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ადვოკატის განცხადებით, რამდენიმე წუთში ნიკა მელიას “პოლიტიკური ტყვეობა დასრულდება”.
როგორც გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, მათი პოზიცია უცვლელია – ნიკა მელია არის უკანონო პოლიტიკური პატიმარი.
“მოლოდინი გვაქვს იმის, რომ რამდენიმე წუთში დასრულდება ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა. მისმა შეუპოვარმა ბრძოლამ, პრინციპულობამ და ჩვენმა მეგობრებმა ევროკავშირის, აშშ-ის ძალისხმევით, ხელისუფლება გახადა იძულებული, რომ წერტილი დაუსვას ამ სიგიჟეს, რომელიც დაკავშირებული იყო ოპოზიციის ლიდერის პოლიტიკურ ტყვეობასთან. ეს რამდენიმე წუთში დასრულდება. უბრალოდ, რაც სასამართლოში ხდება ეს არის ჩვეულებრივად პოლიტიკური გადაწყვეტილების გაფორმება, ანუ როგორც მოხდა თავის დროზე პოლიტიკური აქტით მელიას დატყვევება, რამდენიმე წუთში სწორედ ასე პოლიტიკური გადაწყვეტილებით იგი გათავისუფლდება” – განაცხადა კონდახიშვილმა.