„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 16:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა უნდა განიხილოს, რომლითაც საგამოძიებო უწყებამ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე გუშინ მიმართა.
შუამდგომლობას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს, რომელიც საქმეს არსებითად იხილავს.
რაც შეეხება ბრალდებულის ადვოკატების პოზიციას, ისინი აპირებენ სხდომაზე დააფიქსირონ პოზიცია, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერი ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლდეს. მათი შეფასებით, მელია უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ნიკა მელია არც დღევანდელ სხდომას არ დაესწრება, რადგანაც ის ამ საქმის განხილვის ფარგლებში მოსამართლემ სასამართლო პროცესიდან გააძევა.
ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარი, ევროკავშირის ეგიდით „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ 8 მაისს გამოყო.