„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია უკრაინიდან დაბრუნდა და აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან მისი შეხვედრა ნაყოფიერი იყო.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, მელიამ განაცხადა: „ახლა არა, ათ დღეში გეტყვით, დაახლოებით“.
ნიკა მელიას თქმით, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე პირადად აქვს პოზიცია ჩამოყალიბებული, თუმცა იგეგმება შეხვედრები რეგიონებში და გადაწყვეტილების თაობაზე თვის ბოლოს ისაუბრებენ.