ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლისას ორი ადამიანი ცხენით ხევში გადავარდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში ხევში, სავარაუდოდ, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლისას ორი ადამიანი ცხენით ხევში გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით,  მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

ორივე მამაკაცი ოკუპირებული გალის მაცხოვრებელია. რა მიზნით გადმოდიოდნენ ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, უცნობია.