თბილისში ორ სხვადასხვა ადგილას, ერთდროულად ორი ხანძარია. ცეცხლი აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზეც გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
ძლიერი ხანძარია ერისთავის ქუჩაზეც, სადაც ცეცხლი საწყობში გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, იწვის ავეჯის მასალების საწყობი.