თბილისში, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, ავტოკოლონებით მსვლელობა გაიმართა.
წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, ფეხით მსვლელობა არ გაიმართა.
მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრიდან დაიწყო, სადაც დილიდან წყალი ეკურთხა, ხოლო შემდეგ სასულიერო პირებმა ავტოკოლონებით დედაქალაქის უბნები მოიარეს.
17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.