პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე უწყებათაშორის საბჭოს სხდომა ხვალ იმსჯელებს

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ხვალ მორიგი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება. მისივე ცნობით, საბჭოს სხდომაზე არაერთ საკითხზე იმსჯელებენ, მათ შორის პანდემიასა და მასთან ბრძოლაზე.

„ჩვენ ხვალ გვექნება კომისიის მორიგი სხდომა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა, რომელიც ეხება კოვიდს და მასთან ბრძოლას. დღემდე ჩვენ ვახერხებთ, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ ვითარება. რა თქმა უნდა, მესამე ტალღაა და მესამე ტალღას ახასიათებს უფრო მაღალი დადებითობის მაჩვენებელი და დღიური ინფიცირება, მაგრამ პარალელურად, ჩვენთვის მთავარია, წავახალისოთ მეტი ვაქცინაცია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.