პარლამენტის დეპუტატების ნაწილი „სინოფარმით” აიცრა

პარლამენტის დეპუტატების ნაწილი “სინოფარმით” აიცრა. მათ ვაქცინა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთეს.

„სინოფარმით” უკვე აიცრა საპარლამენტო უმრავლესობიდან რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, შალვა პაპუაშვილი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და სხვა დეპუტატები.

კლინიკაში ვაქცინა გაიკეთეს ასევე ოპოზიციური პარტიებიდან დეპუტატებმაც: ანა ნაცვლიშვილმა, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, თეონა აქუბარდიამ, ალეკო ელისაშვილმა.

როგორც ჟურნალისტებს „ქართული ოცნების” დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების რიტმის დაბრუნება უზრუნველვყოთ.