პარლამენტის წევრები “სინოფარმით” იცრებიან

ფოტო: იმედი

საქართველოს პარლამენტის წევრები იმუნიზაციის პროცესში ჩაერთვნენ. დეპუტატებმა აცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinopharm-ის ვაქცინით გაიკეთეს. მათ შორის არიან ნინო წილოსანი, ქეთი დუმბაძე, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი და ა.შ.

პროცესს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გაეცნო. მან დეპუტატებს მადლობა გადაუხადა.