პატრიარქი: იმედი, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ

იმედით ვიყოთ, იმედი არ უნდა დავკარგოთ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა.

ილია მეორემ მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა.

„დღეს არის დიდი დღესასწაული. სრულიად საქართველოს ვულოცავ გიორგობას. წმინდა გიორგი არის გაჭირვებული ადამიანების დამხმარე. შეგეწიოთ წმინდა გიორგი თქვენ და ყოველ გაჭირვებულს. იმედით ვიყოთ, იმედი არ უნდა დავკარგოთ, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ, დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, – განაცხადა პატრიარქმა.