პეკინის გამზირზე ხანძარს ქალი ემსხვერპლა

თბილისში, პეკინის გამზირზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მეხუთე სართულზე ცხოვრობდა და სავარაუდოდ, ხანძრისას აივნიდან გადავარდა.

ხეჩინაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა.

პეკინის ქუჩაზე ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე გაჩნდა. იწვოდა დაახლოებით 300 კვ.მ. ფართობი მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სართულებზე.ადგილზე მობილიზებული იყო 14 სახანძრო ცისტერნა. შენობიდან 300 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.