ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 321 ფაქტი გამოვლინდა.
შსს-ს ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 1065 პირი პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა, განმეორებით დარღვევის 197 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 59 პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.