პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 900-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა

ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების დარღვევის  ახალი ფაქტები დაფიქსირდა. რეგულაციების დარღვევის 1 184 შემთხვევა ფიქსირდება ბოლო 24 საათში.

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 41 პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23:00 საათიდან  დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

პირბადის ტარების წესი   965  ადამიანმა დააღვია,  განმეორებით დარღვევის 178 ფაქტი გამოვლინდა.