პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 1 000-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 332 ფაქტი გამოავლინა.

ბოლო 24 საათში, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 80 პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23 საათიდან დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 1 024 ადამიანი დააჯარიმეს, განმეორებით დარღვევის 228 ფაქტი გამოვლინდა.