“ვისაც რუსეთის ნაწილის მოკბეჩა მოუნდება, კბილებს დავამტვრევთ” – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამარჯვების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
პუტინის განცხადებით, რუსეთი ძლიერდება.
“ჩვენს ბევრ მოწინააღმდეგეს, უბრალოდ, არ სჭირდება ისეთი ქვეყანა, როგორიც რუსეთია. თუმცა ის ჩვენ და ჩვენს ხალხს სჭირდება,”– აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.