რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა ჩინურ ვაქცინა „სინოვაკზე“

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, ჩინურ ვაქცინა „სინოვაკზე“ 3 900 ადამიანი დარეგისტრირდა.

„გაიხსნა „სინოვაკზე“ ვაქცინაციის პორტალი. ბოლო მონაცემები არ მაქვს, მაგრამ რამდენადაც ვიცი, 3 900 ადამიანი იყო დარეგისტრირებული „სინოვაკზე“. საკმაოდ კარგად დაიწყო ამ ვაქცინაზე რეგისტრაციაც. მოგეხსენებთ, პირველად გვქონდა „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“, დაემატა „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. ზოგადი მონაცემებით, დილისთვის 105 500 ადამიანი იყო აცრილი“,- აღნიშნავს იმნაძე.

ცნობისთვის, ჩინური „სინოვაკით“ ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათიდან დაიწყო.