რუსთავში იმუნიზაციის ცენტრის მოწყობისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ TV4-ს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და შესაბამისი უწყებების მითითებით, ქალაქში მასშტაბური იმუნიზაციის ცენტრის მოწყობა იგეგმება. დავით ბეგაშვილის თქმით, სამომავლოდ იგეგმება, რომ მოქალაქეებმა ვაქცინაცია ცოცხალი რიგის მეშვეობითაც შეძლონ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად იგეგმება იმუნიზაციის ცენტრის მოწყობა.
“ამ ბლოკების დამატება ნიშნავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ბევრად მეტი ადაიმიანი შეძლებს”- განაცხადა დავით ბეგაშვილმა.
ამასთან, როგორც ბეგაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ სამედიცინო დაწესებულებასთან, იმუნიზაციისთვის დამატებითი რესურსის გამოსაყოფად.