“ნამახვანჰესის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები „მშრალ ხიდამდე” საპროტესტო მსვლელობით მიემართებიან.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მანამდე პარლამენტთან მისვლას და საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე კახა კუჭავასთან გეგმავდნენ საუბარს, თუმცა მათგან განმეორებით პასუხი არ მიუღიათ.
,,დავიწყებთ მსვლელობას მშრალი ხიდის მიმართულებით. გავჩერდებით და გადაიკეტება მოძრაობა. მივმართავთ სიტყვით და მკაფიოდ ვიტყვით რა არის ამ ქმედებების განმაპირობებელი”, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.
ცნობისთვის, ,,ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ითხოვენ, „ენკამ“ რიონის ხეობა დატოვოს, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გამოცხადდეს მორატორიუმი.