“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათის შესასვლელი ჩაკეტეს.
როგორც ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი გუმათის შესასვლელთან გზას კეტავენ მხოლოდ კომპანია “ენკასთვის”.
მისივე თქმით “ენკას” წარმომადგენლები ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე, მათ შორის გუმათიდანაც შედიან.
როგორც გოლეთიანი ამბობს, ამგვარად უზრუნველყოფენ იმას, რომ ადგილზე კომპანიის სატრანსპორტო საშუალება არ შევიდეს.
“სრულად ბლოკირებული იქნება ხეობა. მხოლოდ კომპანიისთვის, მოსახლეობას გადაადგილება არ შეეზღუდება“, -აღნიშნა გოლეთიანმა.
ამ წუთებში, “რიონის ხეობის მცველები” სოფელ გუმათში, იმ ტერიტორიაზე იმყოფებიან, სადაც კომპანია “ენკას” ერთ-ერთი ოფისია განთავსებული.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
ფოტო:ipn