როგორი ამინდი იქნება საქართველოში – სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 23 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

მათივე ცნობით, ამავე პერიოდში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად (10-15 გრადუსით) დაიკლებს.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს”, – წერია ინფორმაციაში.