პაატა იმნაძე განმარტავს, როდის გაუკეთდებათ ვაქცინის მეორე დოზა პირველი აცრის შემდეგ დაინფიცირებულ პირებს. მისი განცხადებით, მათ ვაქცინის მეორე დოზა ვირუსის დადასტურებიდან 120 დღის გასვლის შემდეგ გაუკეთდებათ.
პაატა იმნაძე ვარაუდობს, რომ რეგულაცია გადაიხედება და ეს პერიოდი შემცირდება.
საკითხზე კომენტარს აკეთებს, ბიძინა კულუმბეგოვიც და აცხადებს, რომ მსოფლიოში მოქმედი პრაქტიკით, მეორე აცრა დაავადების დასრულებისთანავე კეთდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ აცრის შემდეგ ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება.