ვფიქრობ, კოვიდპასპორტზე მუშაობა მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში მიიღებს უფრო მკაფიო სახეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიამ განმარტა როდის იქნება კოვიდპასპორტი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი.
„კოვიდპასპორტზე მუშაობა მიმდინარეობს, ტექნიკური პროცესია. კოვიდპასპორტში იქნება სამი სტატუსი, ვაქცინაციის, გადატანილი დაავადების და „პისიარ” ტესტირების.
ვფიქრობ, კოვიდპასპორტზე მუშაობა მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში მიიღებს უფრო მკაფიო სახეს და შესაძლებელი იქნება ეს მოსახლეობას შევთავაზოთ”,-აღნიშნავს გაბუნია.









