წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საქართველოში პირველი სასულიერო პირია, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა.
მამა გიორგი გამოჩენილი ქართველი ექიმის და ქირურგის, მიხეილ ჩაჩავას შვილიშვილია. ექიმი 1960 წელს ხანგრძლივი ვადით მიწვეული იყო ქირურგთა საერთაშორისო კონგრესებზე ინგლისში. ამასთან, ლანჩხუთის რაიონულ საავადმყოფოს 1985 მისი სახელი მიენიჭა.
ცნობისთვის, დეკანოზმა გიორგი ჩაჩავამ ასტრაზენეკას ვაქცინა გაიკეთა და საზოგადოებას მოუწოდა, რომ პანდემიასთან საბრძოლველად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.