გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 მაისს
11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დაბა კაზრეთი და კაზრეთი;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კუმისი, თელეთი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში აშკალა, ავრანლო, კიზილ-ქილისა, საყდრიონი, რეხა, არწივანი, აიაზმა, გუმბათი და მიმდებარე სოფლებში;
16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ტეთრიწყაროს რაიონის სოფლებში კვესეთი, კოჯორი, ელფია, რანჩო და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს
გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, საცხენისი, ვაზიანი, გამარჯვება, მუხროვანი, ლოჭინი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.