გიორგი რურუა აცხადებს, რომ დროა “ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღოს.
როგორც რურუა სოციალურ ქსელში წერს, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში ყველა დეპუტატი ჩაერთოს.
“ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია პარლამენტის მუშაობაში ჩაერთოს ყველა დეპუტატი, მისაღებია უმნიშვნელოვანესი ცვლილელები, მათ შორის საკონსტიტუციო, რასაც სრულყოფილი წარმომადგენლობა სჭირდება პარლამენტში. დრო ახლა ცვლილებების საწინააღმდეგოდ მუშაობს. დროა ენმ-მ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღოს”- წერს გიორგი რურუა “ფეისბუქზე”.









