“რუსთაველების” ხელშეწყობით, ჭალის ტყის ტერიტორიაზე 100-ზე მეტი ხის ნერგი დარგეს

განახლებული ჭალის ტყის ტერიტორიაზე, ,,საზოგადოება რუსთაველების” ხელშეწყობით, გამწვანების მორიგი აქცია იმართება.  აქციის ფარგლებში, რუსთავში ბოლო თვეების განმავლობაში ქალაქის გამწვანების კუთხით შესრულებული სამუშაოები შეჯამდა.

გაწეული საქმიანობა შეაჯამა “რუსთავსერვის ცენტრის” ხელმძღვანელმა რევაზ გოგიძემ. დღევანდელი აქციის ფარგლებში, 100-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგი დაირგვება.

აქტივობაში მონაწილეობას რუსთავის  მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე,  პარლამენტის წევრი , გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მუნიციპალიტეტის და ,,რუსთავსერვის ცენტრის” წარმომადგენლები იღებენ.  ეკო აქტივობაში ჩართულები არიან ეკო მოხალისეები და რუსთაველი სპორტსმენებიც.

ინფორმაციისთვის, ბოლო სამი თვის განმავლობაში, რუსთავში ეკო აქციები ყოველ შაბათ- კვირას იმართება. ქალაქის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, ჭალის ტყის ფლორას 1 000 ძირი ხის ნერგი უკვე შეემატა.

რუსთავის ჭალის ტყე ბუნებრივი რეკრეაციაა, რომლის გარკვეულ ნაწილზეც, ქალაქის ცენტრალური პარკია გაშენებული.