რუსთავის ბაღებში სწავლა 17 მაისიდან განახლდება

რუსთავის ბაღებში სწავლა 17 მაისიდან განახლდება. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, გაერთიანების ფილიალებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება, აღსაზრდელებს კი ორშაბათიდან მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის დადგენილებით, 3-დან 13 მაისამდე საქართველოში უქმე დღეები გამოცხადა. ამ პერიოდში დაიხურა საბავშვო ბაღები და სკოლებიც.