რუსთავის ბიბლიოთეკაში “60+ კლუბის” წევრებისათვის ღონისძიება გაიმართა

რუსთავში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და ლიბერთი ბანკის ორგანიზებით, საქალაქო ბიბლიოთეკასთან არსებულ „ 60 +“ ხანდაზმულთა კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრის ფარგლებში, კლუბის წევრებს ინფორმაცია მიეწოდათ მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.

თემით „ჯანმრთელობის ხელშეწყობა 60+ ასაკში“ წარსდგა  NCDC-ის არაგადამდებ დაავადებათა განყოფილების უფროსი, ლელა სტურუა.

საპენსიო ასაკის მომხმარებელთა უფლებებზე ისაუბრა, ლიბერთი ბანკის ინციდენტების მართვის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების უფროსმა, ნანა კოტეტიშვილმა.

წევრობაზე დაფუძნებული კლუბი „ 60 +“ წელიწადია რაც ქალაქში ფუნქციონირებს და ხელს უწყობს უფროსი თაობის სოციალიზაციას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები და სხვა მოწვეული სტუმრბი ესწრებოდნენ.