მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, რუსთავის ისტორიულ მუზეუმის ეზოში აქცია “ღამე მუზეუმში” გაიმართა. აქტივობის ფარგლებში, ღია ცის ქვეშ, რუსთაველი მხატვრის, გიორგი ჩაჩანიძის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით “11კგ” მოეწყო.ადგილზე ასევე გაიმართა მუსიკისა და პოეზიის საღამო.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული, რომელიც 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, “ღამე მუზეუმით” დაიხურა.