ევროპის კვირეულთან დაკავშირებით რუსთავის მერიის შენობა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.
9 მაისი ევროპის დღედ მიიჩნევა. ამ დღეს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს.
„ყოველთვის ვცდილობთ, ევროპის დღე მთელი საქართველოს მასშტაბით აღვნიშნოთ – ამიტომ, გვიხარია საქართველოს გარშემო ევროკავშირის დროშის ფერებში განათებული 12 ღირსშესანიშნაობის ნახვა, მათ შორის ახალციხეში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, მესტიაში, მცხეთაში, ონში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, თბილისსა და ზუგდიდში“, – აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.