“რუსთავის წყალი” ინფორმაციას ავრცელებს

კომპანია “რუსთავის წყალი” წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რუსთავის მარჯვენა სანაპიროს ხვალ 01:00 საათიდან 07:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება.

“ქ. რუსთავში
წმინდა ნინოს ქუჩა: მე-2 სატუმბო სადგურში ავარიული სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ 22 მაისს 01:00 საათიდან 07:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება რუსთავის მარჯვენა სანაპიროს მთლიანად.” – ვკითხულობთ კომპანიის ოფიციალ გვერდზე.