რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსები დედაქალაქში აქციის გამო შეფერხებით მოძრაობენ

რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსები თბილისში “ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების გადაადგილების და დედაქალაქში არსებული საცობების გამო, შეფერხებით გადაადგილდებიან.

როგორც TV4-ს რუსთაველებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებს ელოდებიან, თუმცა საცობის გამო “ყვითელი მარშუტკები” შეფერხებით მოძრაობენ.

როგორც კომპანია “ინტერტრანსში” TV4-ს განუცხადეს, მიკროავტობუსების გრაფიკი და მოძრაობის მარშრუტი არ შეცვლილა და “ინტერტრანსის” მიკროავტობუსები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მიკროავტობუსების დაგვიანების მიზეზი დედაქალაქში შექმნილი საცობებია.