საკალათბურთო კლუბი “რუსთავი” საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონი გახდა და 11 წლიანი პაუზის შემდეგ ქართული კალათბურთის მთავარი ჯილდო მოიპოვა.
თბილისის ახალი სპორტის სასახლეში, სუპერლიგის მესამე სერიის შეხვედრაში, “ცხუმ-აფხაზეთი” და რუსთავის “რუსთავი” ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
თამაშის პირველი ტაიმი რუსთაველთა სასარგებლოდ ანგარიშით 40-50 დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმიდან სიტუაცია დაიძაბა. გადამწყვეტი შორეული ტყორცნა ზუკა ვაშაკიძემ ჩააგდო, რითაც “რუსთავს” დიდი უპირატესობა მოუტანა.
საბოლოოდ ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა შეგირდებმა შეხვედრა ანგარიშით 88-94 დაასრულეს.
თამაშის მიმდინარეობისას “რუსთავს” სამი კალათბურთელი გამოეთიშა, მათ შორის ჯილან ვაშინგტონი.
თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში თამაშს გულშემატკივრებიც ესწრებოდნენ.