რუსთავის ზოგიერთ საბავშვო ბაღში სწავლა შეწყვეტილია

რუსთავის მასშტაბით, კორონავირუსის შემთხვევები 6 ბაგა-ბაღშია დადასტურებული, – ამის შესახებ TV4-ს რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესი სრულად შეწყდა მე-6, 31-ე, 32-ე, 36-ე და 43-ე ბაღებში.  ინფიცირებული პედაგოგების გარდა, “კოვიდ-19” დაუდასტურდა მე-8 ბაღის ერთ აღსაზრდელსაც.

პედაგოგებისა და სხვა აღსაზრდელების უსაფრთხოებისთვის ჯგუფი სააღმზრდელო პროცესს დროებით წყვეტს.

3 ივნისიდან დახურული საბავშვო ბაღები ეტაპობრივად განაახლებენ მუშაობას.